ფეხბურთი

14:30 | 13.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო: “მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლიგაში ვთამაშობ”

“ლივერპულის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფელიპე კოუტინიომ განაცხადა, რომ ის ამჟამინდელ კლუბში თავს კარგად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის მოთამაშე კვლავ რჩება კატალონიის “ბარსელონას” ყურადღების ცენტრში, კოუტინიოს თქმით, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლიგაში თამაშით ბედნიერია.

“მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლიგაში ვთამაშობ. მე ბედნიერი ვარ. ახლა ეროვნულ ნაკრებშიც მომიწევს თამაში. ჩემი ცხოვრებით სრულიად კმაყოფილი ვარ.

ბოლო მატჩები ტრავმის გამო ჩამივარდა, თუმცა ახლა მზად ვარ და მჯერა, რომ დავბრუნდები ძველებურად ვითამაშებ”, - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიოს კატალონიურ კლუბში გადასვლის თაობაზე არაერთხელ დაიწერა. ბოლო ინფორმაციით, ის “წითლებს” 120 მილიონის სანაცვლოდ ზამთის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს, თუმცა მოთამაშის კომენტარი სხვა რამეზე მიუთითებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114528