სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:15 | 12.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივის მწვრთნელებს - აიღეთ პასუხისმგებლობა!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1995 წელს საქართველო-გერმანიის მატჩამდე სამი საათით ადრე სტადიონზე, მინიმუმ, 50 000 კაცი იყო მისული და მთლიანობაში, 100 000 გულშემატკივარი დაესწრო; ორი წლის შემდეგაც დიდი ამბები იყო, საქართველო-ინგლისის თამაშს რომ დასწრებოდა, კაცი სამსახურიდან გამოიქცა და ეს ეს სამსახურის დაკარგვად დაუჯდა; ისე, ერთ-ერთ ზესტაფონელ შუა ხნის ფანსაც დაემართა კუჭკუჭივით – სამსახურიდან გამოპარული, ტელევიზორში ნახეს, რომ ზეიმობდა მოგებას.

ეს ფეხბურთია, სპორტის ნომერ პირველი სახეობაა და არავის აქვს უფლება, რომ მიაფუჩეჩოს. ამ შემთხვევაში კი ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებზე გვაქვს საუბარი.

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა სწორი სელექციის წყალობით მოახერხა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახვა. ხაზს ვუსვამთ – სწორი სელექციით! არავის ეგონოს, რომ ყველა ჟურნალისტი ჭურში ზის. მშვენივრად ვიცით, ვინ როგორი ფეხბურთელია 2001 წელს დაბადებულებში და ზედა ასაკებშიც. ნემსაძის ნაკრებმაც ორი თამაში მოიგო და იტალიასთან, მართალია წააგო, მაგრამ სამი-ოთხი რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. ასეც არ იყოს, იტალიაა...

სწორი სელექცია რომ იყოს, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისთვის პირველი ეტაპის გადალახვა ქრისტეს პერანგივით არ უნდა იყოს. ნიჭით მაღლა დგანან და იმიტომ.

მივადექით მთავარს. არანაირი ბოდიში 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელებისგან!... ეს რაც ხდება, რბილად რომ ვთქვათ, არის ცუდი. ბოსნიასთან 50 წუთი რიცხობრივი უპირატესობით ვითამაშეთ და საბოლოოდ, წავაგეთ. ანდორასთან კი, საეჭვო პენალტით გავედით წინ და მერე ათი კაცით დავრჩით (მეორე გაძევება მეორე მატჩში, რაც დისციპლინაზე არ მიუთითებს), რასაც ანდორელთა საპასუხო გოლი და ფრე მოჰყვა.

ახლა იმით მაინც ვერ გავიმართლებთ თავს, თითქოს ანდორას ოქროს თაობა წამოუვიდა. ფრანგებთან 0:7 წააგეს.

21-წლამდელთა ნაკრების თამაშზე და შედეგზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. 12 შესაძლებლიდან კინკილა ქულა, ისიც ბოლო წუთებზე აღებული. 13 გაშვებული გოლი და მხოლოდ 4 გატანილი. აღარ გვინდა ფარერების გახსენება, უბრალოდ, სამარცხვინო შედეგი მივიღეთ.

საჭიროა კონტროლი, თუ რომელი ფეხბურთელი რატომ და რა დამსახურებით ხვდება ნაკრებში. ეს ეხება როგორც 19, ასევე, 21-წლამდელთა ნაკრებებს. გასაგებია, რომ მწვრთნელია და თავისი არჩევანია, მაგრამ კეთილი ინებოს და ცუდი შედეგის მერე, ბოდიში მაინც მოიხადოს. ამით მაინც აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და დაგვემშვიდობოს!

აბა, პასუხისმგებლობა სხვა რა არის? ისიც ითქვა, თითოეული ფეხბურთელის პორტრეტს ვადგენთ, რათა გავიგოთ, ვის რა აკლია, ვის რაში აქვს მოსამატებელი, ვის რა დადებითი მხარე აქვსო. თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ მწვრთნელს შეუძლია, არც პოლარის სისტემას მონაცემებს შეხედოს; არც ის გაიგოს, ვინ როგორი რეჟიმით ცხოვრობს – მათ შორის, ადრე დაძინება და გაღვიძება; ვინ როგორ სუნთქავს ფეხბურთით. ვის როგორი ამტანობა აქვს...

თუ არ უნდა, ზედაც არ შეხედავს ამ კრიტერიუმებს და წინ დააყენებს იმას, ვინც თვითონ უნდა. კი ბატონო, დააყენოს ვინც უნდა, ოღონდ შედეგი დაგვანახვოს.

კიდევ ვიმეორებთ: ვისაც სწორი სელექცია აქვს, ის შედეგსაც აღწევს. რა თქმა უნდა, ფეხბურთი მხოლოდ სელექციით არ შემოიფარგლება, მაგრამ ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

იცით, რისი ბრალია? არასწორი აქცენტების. ბევრნი ქართული ფეხბურთის წარუმატებლობას ვლადიმირ ვაისს აბრალებენ და ამ დროს არ ჩანს პრობლემები ძირში. სახლის სახურავის დანახვა და უცხოელზე ხელის შეწმენდა იოლია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.117502
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X