ფეხბურთი

15:45 | 12.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" მერტენსის დამატებას შეეცდება

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" თავდამსხმელმა დრის მერტენსმა შესაძლოა კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელოს. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გაღებას აპირებს "როხიბლანკოსი" ფეხბურთელის შესაძენად. მერტენსს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებს, ხოლო თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა.

დრისმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116605