ფეხბურთი

16:50 | 12.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" სამიზნე "რეალის" ნახევარმცველია

იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, დანი სებალიოსის შეძენით დაინტერესდა. Tuttosport-ის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობა მზადაა 21 წლის ფეხბურთელი თავისთან საიჯარო ხელშეკრულებით იახლოს, მომავალში შესაძლო გამოსყიდვის პერსპექტივით.

თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ “რეალის” დატოვების წინააღმდეგი არც ესპანელი შუახაზელია. საქმე ისაა, რომ დანის მადრიდში სათამაშო დრო იშვიათად ეძლევა და ამით უკმაყოფილოა.

მიმდინარე სეზონში სებალიოსმა ყველა ტურნირის ჩათვლით 9 (3-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში) თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

დანი სებალიოსი “რეალმა” გასულ ზაფხულს “ბეტისიდან” 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. აქვე გეტყვით, რომ ნიჭიერი ნახევარმცველი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 2017 წელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121704