ფეხბურთი

14:19 | 12.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო გალიანი “რეალში”?

იტალიური “მილანის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ანდრიანო გალიანი შესაძლოა მადრიდის “რეალში” ვიხილოთ. როგორც Mundo Deportivo და La Stampa იტყობინება, “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გალიანის თავისი გუნდის დირექტორატთა საბჭოში მუშაობა შესთავაზა.

თუ რომელ პოზიციას დაიკავებს 73 წლის იტალიელი ესპანურ გრანდში, ჯერჯერობით უცნობია.

ადრიანო გალიანი “მილანში” 30 წლის განმავლობაში წარმატებულად მუშაობდა და პარალელურად იტალიის ფეხბურთის ფედერაციაშიც იყო დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ გალიანის “რეალში” შესაძლო დასაქმებაზე ადრე კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი წერდა.

0.124637