ფეხბურთი

23:30 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო ჩინეთის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო ჩინეთის სუპერლიგის 2017 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. განვლილ სეზონში 44 წლის სპეციალისტი "ტიანცზინ ციუანცზიანის" თავკაცობდა და გუნდმა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

იტალიელმა მწვრთნელმა 2017 წლის სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა და ჩინეთის მოქმედ ჩემპიონ "გუანჯოუ ევერგრანდში" გადავიდა. გუანჯოუს გუნდი სუპერლიგის ბოლო 7 სეზონის გამარჯვებულია.

Loading...
0.116988