ფეხბურთი

16:36 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი და ხორვატია რეალური გახდა

მადრიდის “რეალის” ნახვარმცველი ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშნის პროცესში მონაწილეობს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მოდრიჩი ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციასა და იტალიელ მწვრთნელს შორის შუამავლის როლშია.

ანჩელოტი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, ხორვატიაში მუშაობის სურვილს მართლაც გამოთქვამს, მაგრამ კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2018 წლის ზაფხულამდე სურს.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციას კი, კარლოსთან უფრო ხანგრძლივად სურს თანამაშრომლობა, 2020 წლამდე. ჯერჯერობით სხვა დეტალი ცნობილი არაა.

ხორვატიის ნაკრებს ამჟამად სათავეში ზლატკო დალიჩი უდგას, რომელმაც ერთი თვის წინ ანტე ჩაჩიჩი ჩაანაცვლა. ხორვატიამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური თითქმის გაიფორმა, რადგან საბერძნეთის ნაკრები პირველ შეხვედრაში 4:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112955