ფეხბურთი

15:50 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” პსჟ-ს მცველისთვის 80 მილიონი გაამზადა

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის “რეალი” დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს. Mirror-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” მთავარი სამიზნე “პარი სენ ჟერმენის” მცველი მარკნიოსია.

ხსენებული წყაროს ინფორმაციით, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია გუნდის დაცვაში თამაშით. სერხიო რამოსი ძველებურ ფორმაში აღარაა, ხოლო რაფაელ ვარანი ხშირად ტრავმიანობს. ამასთან, პორტუგალიელი პეპეს სრულფასოვანი შემცვლელიც “რეალს” არ აღმოაჩნდა.

გავრცელებული ცნობით, ზინედინ ზიდანი გუნდი მარკინიოსის ტრანსფერზე მუშაობას იანვარში დაიწყებს, ხოლო პსჟ-სთვის წინადადება უკვე გამზადებულია, რომლის ღირებულება 80 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142888