ფეხბურთი

14:57 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიე: “მწვრთნელმა ვერატის პოზიციაზე თამაში დამავალა”

იტალიის ნაკრების შემტევმა ლორენცო ინსინიემ შვედეთთან (0:1) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 25 წლის ფეხბურთელის განცხადებით, რომელიც თავდამსხმელია, მთავარმა მწვრთნელმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში დაავალა.

“ჯამპიერო ვენტურამ მითხრა, რომ ვერატი უნდა შემეცვალა და მის პოზიციაზე მეთამაშა. მე ვუთხარი, დიახ. რადგან, მზად ვარ მწვრთნელის ნებისმიერი დავალება შევასრულო და ეროვნული ნაკრების მაისურით 100%-ით დავიხარჯო.

ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ საპასუხო მატჩია. ორშაბათს ყველანაირ ფასად უნდა გავიმარჯვოთ”, - აღნიშნა მატჩის შემდეგ ინსინიემ.

ინსინიე სტოქჰოლმში გამართულ მატჩში მოედანზე მარკო ვერატის ნაცვლად 76-ე წუთზე გამოჩნდა. “სკუადრა აძურამ” კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საკითხი ძალიან გაირთულა. საპასუხო შეხვედრა 13 ნოემბერს, მილანში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105359