სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:10 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

90 წუთი კატასტროფამდე: ვენტურას ეფექტი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის 2-გზის ფინალისტი – იტალიის ნაკრები კატასტროფის ზღავრზეა. “კუადრა აძურამ” პლეი-ოფის პირველი მატჩი შვედეთში წააგო და საპასუხო მატჩამდე ორი დღით ადრე, არანაირი რესურსი არ ჩანს, რითაც მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.

აქამდე, მსოფლიოს ჩემპიონატმა იტალიელთა გარეშე მხოლოდ ორჯერ, 1930 და 1958 წლებში ჩაიარა და მას მერე პლანეტის პირველობის მუდმივი მონაწილეა. დიდი შანსია 60 წლის თავზე იტალია ფეხბურთის მთავარ შეჯიბრებას დააკლდეს.

საიდან სად?

2006 წელს გერმანიაში გამართული მუნდიალი “სკუადრა აძურას” ტრიუმფით დასრულდა. იქედან მოყოლებული იტალიელთათვის მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ კრახთან ასოცირდება. 2010 და 2014 წლებში ჯერ მარჩელო ლიპისა და მერე ჩეზარე პრანდელის ფორმაციის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ვერ გასცდა, მაგრამ ახლა ესეც საოცნებო გახდა. არადა, შუალედებში აპენინელები ევროპის ჩემპიონატზე კარგად თამაშობდნენ. მართალია, იტალიას აღარ ჰყავს საუკეთესო ფორმაში მყოფი ჯიჯი ბუფონი, აღარც ფრანჩესკო ტოტი და აღარც ალესანდრო დელ პიერო, მაგრამ იტალიის ნაკრების ასეთი უსახური და მეტად უფანტაზიო ფეხბურთი მაინც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. და მაინც, სადაა ძაღლის თავი დამალული?

როდესაც კონკრეტული გუნდი შედეგს ვერ აღწევს, ხშირად ხელს მთავარი მწვრთნელისკენ იშვერენ. უმეტესად, მართლაც მწვრთნელის ბრალეულობაა, მაგრამ ახლა ის შემთხვევაა, როდესაც ჯამპიერო ვენტურა მთავარი დამნაშავეა. ვინაა ვენტურა?

69 წლის ჯამპიეროს სამვწრთნელო კარიერა ჯერ კიდევ 1976 წლიდან იღებს სათავეს. იტალიის ნაკრებმადე მას ოც სხვა და სხვა (!) გუნდში უმუშავია და საინტერესოა, რომ ტიტული არასდროს მოუგია. ვენტურა ძირითადად სერია B-სა და სერია C-ს გუნდებში მუშაობდა, ხოლო ყველაზე სახელოვანი კლუბი, რომელსაც ავარჯიშებდა “ტორინო” იყო. და, ქვეყანას, რომელიც მწვრთნელთა მთავარ სამჭედლოდ მიიჩნევა და რომელსაც ადრეც და ახლაც არაერთი ტოპ კლასის სპეციალისტი ჰყავს, რაში დასჭირდა რბილად რომ ვთქვათ, ერთი ჩვეულებრივი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების მესაჭედ? პასუხის მარტივია – ჯამპიერო ვენტურა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კარლო ტავეკიოს უახლოესი მეგობარია და მეგობრობამაც გაჭრა. მეტიც, მიუხედავად იტალიის ნაკრების საშინელი შედეგებისა, 6 თვის წინ ტავეკიომ ვენტურას ნდობა გამოუცხადა და კონტრაქტი 2 წლით, 2020 წლის ზაფხულამდე გაუანგრძლივა. მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, მეგობრობა და ახლობლობა თურმე მართლაც ყველაფერზე მაღლა დგას.

და, ერთი მცირე დეტალი, რაც ჯამპიერო ვენტურას "გამჭრიახობაზე" მეტყველებს: როგორც შვედეთთან მატჩის შემდეგ ლორენცო ინსინიემ განაცხადა, მთავარმა მწვრთნელმა მას მარკო ვერატის არამხოლოდ შეცვლა, არამედ სწორედ მის პოზიციაზე თამაში დაავალა. ვისაც ფეხბურთითვის უყურებია, მარტივად მიხვდება, რაშია საქმე - სად ვერატის პოზიცია მოედანზე და სად ინსინიეს?..

90 წუთი

იტალიის ნაკრებს 90 წუთი დარჩა და ამ 90 წუთში შვედეთის ძალიან კარგი, ორგანიზებული გუნდი როგორც მინიმუმ ორი ბურთის ხვაობით უნდა დაამარცხოს. ეს არ იქნება ადვილი, მეტიც საკმაოდ მცირე შანსია ამის. ჯერ ერთი, რომ “სკუადრა აძურას” თამაში ახლოსაც არ დგას იმ გუნდის თამაშთან, რომელიც 90 წუთში ორ გოს ისე გაიტანს, რომ არ გაუშვას და მეორეც, შვედეთი იტალიელთათვის ძალზე უხერხული მეტოქეა. საინტერესოა ისიც, რომ ვენტურა ხშირად ენდობა იმ ფეხბურთელებს და ხშირად იმავე ტაქტიკასაც იყენებს, რაც იტალიის ნაკრებში კონტეს დროს დაინერგა. თუმცა, ანტონიო კონტე სხვა იყო, ვენტურა – სხვაა. თუმცა, სენიორ ჯამპიერომ თავისი სქემაც დანერგა “სკუადრა აძურაში”, 4-2-4. არ მოგეჩვენათ, ოთხი თავდამსხმელი. დიდი ხანია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ტაქტიკით არავინ თამაშობს და მითუფრო ძნელადაა საქმე მაშინ, როდესაც, იტალიაზე ვსაუბრბოთ. ვენტურას ხსენებაც რომ არ ღირს, ისეთ მწვრთნელებსაც კი არ მიუმართავთ მსგავსი სქემისთვის და ოთხი შემტევი იმ ხანაშიც არ დაუყენებიათ სასტარტოში, როცა იტალიას ალესანდრო დელ პიერო, ფრანჩესკო ტოტი, ბობო ვიერი, პიპი ინძაგი, რობერტო ბაჯო, ენრიკო კიეზა, ლუკა ტონი, ალბერტო ჯილარდინო და სხვები ჰყავდათ – ვენტურა აშკარად გაუგებრობაში მოხვდა.

იტალიის ნაკრებს კი 90 წუთი აშორებს კატასტროფამდე...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.123122
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X