ფეხბურთი

23:44 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

1:0 – ტაბლო თამაშს ასახავდა

...ჯაბა კანკავამ კვიპროსელთა მეკარის უაზრო პასის შემდეგ, ბურთი ჩაჭრა და დასარტყმელად გაუმზადა გიორგი ქვილითაიას, რომელმაც ტექნიკურად შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა ამ გოლით სძლია კვიპროსს.

ვლადიმირ ვაისის ნაკრებს საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს ამხანაგურ მატჩებში. ზედიზედ მესამე ამხანაგური მოიგო. იმედია, მოვა დრო და როცა ქულების აღება დაგვჭირდება, მაშინაც შედეგიანი იქნება ნაკრები.

ქართველებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში და ლოგიკურიც იყო, რომ დაწინაურდნენ. ჩვენები ცენტრში ქმნიდნენ უპირატესობას, გარდა ამისა, გურამ კაშიას გრძელი პასებიც ზუსტი იყო. საერთოდ, კაშია-ხოჭოლავას წყვილი მშვენივრად მოქმედებდა. სხვა მატჩებთან შედარებით, წინ ნაკლებად აქტიური იყო ნავალოვსკი. კაკაბაძე უფრო მიიწევდა წინ და ერთხელ ისეთი გარღვევა განახორციელა, ტქვენი მოწონებული.

აი, შემტევ ოთხეულს (მერებაშვილი, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი, ქვილითაია) მეტი სიმწვავე მართებდა. ამ ოთხეულიდან ყველაზე კარგად მერებაშვილმა ითამაშა.

კვიპროსელებმა უფრო იმით დაგვამახსოვრეს თავი, რომ წამდაუწუმ სომეხ მსაჯს უყვიროდნენ. თან, იმხელა ხმაზე უყვიროდნენ, გულშემატკივრებს ეცინებოდათ.

მეორე ტაიმის შუაში ლორიამ გადაგვარჩინა, როცა ურთულესი ბურთი აუღო მარგასას.

ქართველთა შეტევები გამოაცოცხლა ნიკა კაჭარავამ, რომელმაც ორჯერ ააწიოკა სტუმართა მარჯვენა ფლანგი, საჯარიმოში შეიჭრა და ერთხელ მეკარეს ვერ აჯობა, მეორედ კი წააქციეს და ეტყობა, მსაჯს კვიპროსელთა მორიგი ყვირილის მოსმენა აღარ სურდა. არ დაუსტვინა...

კიდევ, ირაკლი სიხარულიძეს პირველივე შეხებაზე შეეძლო ნაკრებში გოლის გატანა. თავით კარგად ვერ დაარტყა.

ვაისმა საქმეში ნახა ასევე რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც შესარჩევში იშვიათად, ან საერთოდ არ თამაშობდნენ. სქემაც შეცვალა, როცა მოედანზე ვაკო გვილია შეიყვანა და 4-3-3 ზე გადააწყო გუნდი.

ქუთაისში, ბელარუსთან სავარაუდოდ შეცვლილ შემადგენლობას უნდა ველოდოთ და ახლებსაც, ალბათ, მეტი დრო მიეცემათ.

ამხანაგური მატჩი

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

საქართველო - კვიპროსი 1:0 (1:0)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი (გრიგალავა 82), კანკავა, ყაზაიშვილი (ს. ლობჟანიძე 66), კვეკვესკირი (აბურჯანია 82), მერებაშვილი (სიხარულიძე 82), პაპუნაშვილი (გვილია 74), ქვილითაია (კაჭარავა 82)

სათადარიგოები: მაკარიძე, კვასხვაძე, შერგელაშვილი, გეგეჭკორი, ჯიღაური, დვალი

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

კვიპროსი: გიორგალიდისი, მერკისი, დემეტრუ, ეფრემი (კასტანოსი 66), კირიაკუ (ავრაამი 73), კრისტოფი (მიტიდესი 73), სოტირიუ, ლაბანი (ფილაკტუ 65), მარგასა (ვასილეუ 82), არტიმატასი (ეკონომიდესი 82), ლაიფისი

სათადარიგოები: გოასი, მიხაელი, დოსა, კატელარისი, ანტონიადესი, პაპაფოტისი, სტილიანუ, რუშიასი

მწვრთნელი: რან ბენ შიმონი

გოლი: 1:0 ქვილითაია (24)

გაფრთხილება: კაკაბაძე – ლაბანი, მერკისი, სოტირიუ

მსაჯი: სურენ ბალიანი (სომხეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114503