ფეხბურთი

20:25 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: “ხალხს არგენტინის ნაკრებში იგუაინის თამაში უნდა”

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა პაულო დიბალამ თანაკლუბელ გონსალო იგუაინის შესახებ ისაუბრა. დიბალა მიიჩნევს, რომ იგუაინი “ალბისელესტეს” რიგებში უნდა თამაშობდეს.

“გონსალო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე ოცნებობს. ხალხსაც იგივე სურს – იგუაინი არგენტინის ნაკრებში რომ იყოს. სინამდვილეში მას არაფერი აქვს დასამტკიცებელი, რადგან დიდი ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს, რომ არგენტინის ნაკრებში ითამაშოს”, - განაცხადა დიბალამ.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებში ხორხე სამპაოლის მისვლის შემდეგ, გონსალო იგუაინი “ალბისელესტეს” რიგებში ვეღარ ხვდება. მიმდინარე სეზონში “პიპიტამ” “იუვენტუსის” რიგებში 17 თამაში ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117858