ფეხბურთი

20:40 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი ინგლისთან მატჩს გამოტოვებს, კროოსის თამაში სათუოა

მიუნხენის "ბაიერნის" მცველი ჟერომ ბოატენგი ინგლისთან გასამართ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს, ხოლო მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის ტონი კროოსის თამაში კითხვს ნიშნის ქვეშ დგას. აღნიშნული ინფორმაცია "ბუნდესნაკრების" თავკაცმა იოახიმ ლიოვმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

როგორც გაირკვა, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი ავად იყო და დღეს მხოლოდ მსუბუქად დაიტვირთა. შესაძლოა ტონი ინგლისთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდეს და მხოლოდ რამდენიმე წუთით დაიტვირთოს.

გერმანიის და ინგლისის ეროვნული გუნდების დაპირისპირება ლონდონში "უემბლიზე" 11 ნოემბერს 00:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112113