კალათბურთი

15:11 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ჰარდენი და პორზინგისი გამოარჩიეს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “ჰიუსტონის” ლიდერი ჯეიმს ჰარდენი და აღმოსავლეთში “ნიუ იორკის” ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი დაასახელეს.

“ჰიუსტონმა” გასულ კვირაში სამი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო. ჰარდენი საშუალოდ ერთ მატჩში 36.3 ქულას და 10 პასს აკეთებდა. ჯეიმსმა “იუტასთან” 56 ქულა ჩააგდო, რაც “ბაბუაწვერას” რეკორდია.

4-დან სამი მატჩი მოიგო “ნიუ იორკმაც”. პორზინგისი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 33.5 ქულას, 6.8 მოხსნას და 3.2 ბლოკ-შოტს აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116938