ფეხბურთი

19:57 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკოს ენდობიან

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ანდრეი შევჩენკოს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ბოლომდე გაუგრძელა კონტრაქტი.

ამ გადაწყვეტილებას ფედერაციის აღმასკომზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.

“შევამ” 2016 წლის ზაფხულს ჩაიბარა უკრაინის ნაკრები. მისი ხელმძღვანელობით, გუნდი მუნდიალზე ვერ გავიდა: ჯგუფში ისლანდიასა და ხორვატიას ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110352