ფეხბურთი

20:50 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია, ესპანეთი, არგენტინა და ბელგია: ახალი მაისურები მუნდიალისთვის

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ კიდევ კარგა ხანია დარჩენილი, მაგრამ გუნდებმა უკვე დაიწყეს სათამაშო მაისურების წარდგენა, რომლითაც თავიანთი ქვეყნის სახელს პლანეტის პირველობაზე დაიცავენ.

გერმანია, ესპანეთი და ბელგია – სწორედ ამ ნაკრებების ფორმების დიზაინია უკვე ცნობილი. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის მაისური ტრადიციულ თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, თუმცა მასზე სხვადასხვა სომბოლოებიც იქნება დატანილი, რომელიც გერმანიის ნაკრების წარსულს ასახავს. როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, გერმანიის ნაკრების ფორმის ახალი დიზაინი ძალიან ჰგავს იმ მოდელს, რომლითაც ბუნდესნაკრები 1990 წლის მუნდიალზე თამაშობდა.

ესპანეთის ნაკრების ახალი მაისურიც წარსულის გახსენებაა. “ფურია როხა” 2018 წლის ზაფხულში იმ დიზაინით ითამაშებს, რომლითაც 1994 წელს აშშ-ში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.

და ბოლოს, ბელგია – “წითელი ეშმაკების” ახალი ფორმა 1984 წლის დიზაინის გაუმჯობესებული ვარიანტით იქნება წარმოდგენილი.

გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მაისურების პრეზენტაცია უკვე გამართეს არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებებმაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.213541