ფეხბურთი

1:09 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის ჩინებული საგოლე პასი ლიგა ადელანტეში (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ადელანტეს მე-13 ტურში ტარაგონას “ხიმნასტიკმა” ადვილი გამარჯვება მოიპოვა. კატალონელებს სტუმრად “ვალიადოლიდთან” მოგება არ გასჭირვებიათ – 3:0.

მიმდინარე სეზონში “ხიმნასტიკის” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია ოთარ კაკაბაძე და ახლაც ასე იყო: 90 წუთი დაჰყო მოედანზე. მეტიც, ანგარიში ქართველი მცველის აქტიურობით გაიხსნა. მე-9 წუთზე კაკაბაძე შეტევაში აქტიურად ჩაერთო, ერთ მეტოქეს გვერდი მოხდენილად აუარა და რბილი გადაცემით მიკელ მესა მოძებნა, რომელმაც თავით შეაგდო.

“ხიმნასტიკს” 13 თამაშში მოპოვებული 15 ქულით მე-16 პოზიცია უკავია.

0.112966