ფეხბურთი

17:29 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა: “მანჩესტერში” გადასვლა შემეძლო”

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს ახლოს იყო “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან. თუმცა, ესპანელი გაკეთებულ არჩევანს არ ნანობს და აღნიშნავს, რომ “არისტოკრატებში” ბედნიერია.

“შანსი მქონდა “მანჩესტერში” გადავსულიყავი, ასევე დაინტერესებულნი იყვნენ სხვა პრემიერლიგური გუნდებიც. თუმცა, “ჩელსიმ” დამანახა, რომ მას მართლაც სურდა ჩემთან თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამ გუნდის ნაწილი ვარ. მინდა, რომ აქ კარგი ფეხბურთი ვაჩვენი და ბევრი ტიტულო მოვიგო. “ჩელსიში” ბედნიერი ვარ. ანტონიო კონტე პირველი მწვრთნელია, ვისთვისაც მე პირველი არჩევანი ვარ თავდასხმაში”, - განაცხადა მორატამ.

შეგახსენებთ, ალვარო მორატა “ჩელსიმ” გასულ ზაფხულს მადრიდის “რეალიდან” შეიძინა. ამ დრომდე 25 წლის ესპანელმა ფორვარდმა ლონდონელთა რიგებში 14-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1308