ფეხბურთი

12:10 | 2.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძემ 21-წლამდელთა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 10 და 14 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩები ელის. გია გეგუჩაძის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჯერ ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, შემდეგ კი ლიტვას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვეგვერდის ცნობით, 21-წლამდელთა ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის 6 ნოემბრიდან ასეთი შემადგენლობით მოემზადება:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);

თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე აქამდე გამართული სამივე მატჩი წააგო (შინ პოლონეთთან 0:3, სტუმრად დანიასთან 2:5, სტუმრად ფარერებთან 1:3) და ბოლო ადგილზე იმყოფება.

სატურნირო მდგომარეობა

1 დანია 4 4 0 0 19:2 12
2 პოლონეთი 3 2 1 0 8:3 7
3 ფარერები 4 1 1 2 4:8 4
4 ლიტვა 3 1 0 2 3:8 3
5 ფინეთი 3 0 2 1 4:9 2
6 საქართველო 3 0 0 3 3:11 0

უახლოესი მატჩები

10 ნოემბერი

საქართველო - ფინეთი

ფარერები - პოლონეთი

14 ნოემბერი

საქართველო - ლიტვა

პოლონეთი - დანია

0.115728