კალათბურთი

10:14 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და 9 მოხსნა

“გოლდენ სტეიტ უორიორზმა” NBA-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, სტივ კერის გუნდს “ვაშინგტონ ვიზარდსთან” ძალიან მძიმე ბრძოლა გადახდა თავს.

მთელი თამაშის განმავლობაში სტუმრები წინ იყვნენ, მაგრამ დასკვნით მეოთხედში “მეომრებმა” იძალეს და 13 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს ბოლო პერიოდი, ხოლო მთლიანად შეხვედრა სამი ქულის სხვაობით მოიგეს – 120:117.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია მოედანზე 13 წუთის განმავლობაში იყო. ზაზამ ხსენებულ დროში 4 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ჩვენებურმა 50%-იანი სიზუსტით ითამაშა შეტევაში, ხოლო 9 მოხსნიდან 3 მეტოქის ფარზე მიითვალა. აღსანიშნავია, რომ "გოლდენ სტეიტის" რიგებში ფაჩულიაზე მეტი მოხსნა მხოლოდ კევინ დურანტმა დააგროვა (11).

“უორიორზის” რიგებში საუკეთესო სწორედ კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა: 31 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი. სტეფ კარის ანგარიშზე 20 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნაა.

“გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფენერენციაში 4 მოგებითა და 2 წაგებით მეხუთე ადგილზეა. “უორიორზი” მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე “დეტროიტ პისტონსთან” ჩაატარებს.

0.106639