სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:55 | 25.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე VS “იუვენტუსი” – როგორ შეიძლება ისადილო პრესტიჟულ რესტორანში 10 ევროდ?
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შესახებ ირონიულად საუბრობს. თავის მხრივ, კონტემ ანიელის სოციალური ქსელიდან უპასუხა და მოკლედ, აპენინზე ახლა ამაზე მნიშვნელოვანი თემა არ არსებობს. ჩვენც ვეცდებით თანმიმდევრობით მივყვეთ.

ანიელი ალეგრის აქებს და კონტეს წინააღმდეგ გამოდის

ყველაფერი კი ანდრეა ანიელის განცხადებით დაიწყო, რომელმაც მასიმილიანო ალეგრი შეაქო, თუმცა იქვე მისი წინამორბედის, კონტეს შესახებ გადაკვრით, მაგრამ მაინც, არცთუ თბილად ისაუბრა.

“მინდა ალეგრის შესახებ ერთი რამ ვთქვა: მან თავისი სამსახურით შეძლო გაეკეთებინა ის, რაც სხვებისთვის დასრულებული იყო. “იუვესთვის” გამარჯვება დნმ-შია და მასიმილიანომ შეძლო ამ სულისკვეთების ღირსეულად გაგრძელება. ჩვენ ზედიზედ ექვსჯერ მოვიგეთ სკუდეტო, რაც მანამდე ვერავინ გააკეთა. ახლა ჩვენი მიზანი იტალიასა და ევროპაში წარმატებული ასპარეზობაა. თუმცა, უპირველესი სამიზნე მიჯრით მეშვიდე სკუდეტოს მოგებაა”, - განაცხადა ანიელიმ.

“რაც სხვებისთვის დასრულებული იყო” – ამ ფრაზაში სწორედ ანტონიო კონტე იგულისხმა ანდრეამ. საქმე ისაა, რომ 2014 წლის 14 ივლისს, კონტემ ყველასთვის მოულოდნელად “ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ეს რამდენიმე ფაქტორით გავდა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას: კონტეს “იუვესთან” გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებდა. “იუვენტუსს” 2014-2015 წლების სეზონისთვის მზადება უკვე ორი დღის დაწყებული ჰქონდა და ამ დროს მწვრთნელის წასვლა, მართლაც არ იყო მოსალოდნელი. რაც მთავარია, ანტონიოს მუშაობით კმაყოფილნი იყვნენ ტურინში – მან ხომ სამჯერ მოაგებინა კლუბს იტალიის ჩემპიონატი.

ანდრეა ანიელის ზემოხსენებულ კომენტარს ანტონიო კონტე სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგნაირად გამოეხმაურა:

“ცხოვრებაში არასდროს სრულდება ადამიანთა ნაცნობობა... ზოგჯერ, საკმარისია მცირე მადლიერებაც”, - დაწერა კონტემ.

ცალსახაა, ანტონიო ფიქრობს, რომ ანდრეა ანიელი მისი მადლიერი არაა და არც იმ საქმის, რაც მან სამწლიანი მუშაობის პერიოდში გააკეთა. შესაძლოა, კონტე მართალიც იყო, რადგან, როდესაც “იუვენტუსი” ჩაიბარა, გუნდი ფაქტობრივად თავისი გზიდან გადასული იყო, მან კი დააბრუნა და სამჯერ მოაგებინა სკუდეტო. თანაც როგორ? – ერთხელ წაუგებელი სერიით და მეორედ – რეკორდული ქულებით.

კონტე და “იუვენტუსი”, “იუვენტუსი” და კონტე

თუმცა, მედალს აქვს მეორე მხარეც – “იუვენტუსმაც” ბევრი მისცა კონტეს. საკმარისია გავიხსენოთ ის, რომ კონტეს სამწვრთნელო კარიერაში პირველი დიდი გუნდი სწორედ “იუვე” იყო, ხოლო ანდრეა ანიელი ის პიროვნება, რომელიც მას ენდო. გარდა ამისა, იტალიური მედია აქცენტირებას 2012 წელზე ახდენს. მაშინ, კონტე “სიენაში” მუშაობისდროინდელი გარიგებული მატჩების სკანდალში გაეხვა და 4-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მიუხედავად ამისა, “იუვენტუსი” და რა თქმა უნდა, ანდრეა ანიელი გვერდში დაუდგნენ და სწორედ იმ პერიოდში, მხარდაჭერის ნიშნად, ახალი კონტრაქტიც გაუფორმეს. თუმცა, გავიდა დრო და კონტესა და ანიელის ურთიერთობა დაიძაბა.

2014 წელს, ანტონიოს გუნდიდან წასვლის მიზეზად სატრანსფერო ბაზარზე მისთვის სასურველი ფეხბურთელების არშეძენა დასახელდა. გარდა ამისა, კონტე გაზრდილ ხელფასსაც ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. ასე იყო თუ ისე, ანტონიომ “იუვენტუსი” დატოვა და იტალიის ნაკრებს მიაშურა, ხოლო “იუვე” მაქს ალეგრის ჩააბარეს.

კონტეს განცხადებები

საინტერესოა, რომ ერთ დროს “იუვენტუსის” კაპიტანმა და “გიჟ იუვენტინოდ” შერაცუხლმა კონტემ საყვარელ გუნდზე არცთუ კარგად ისაუბრა პოსტის დატოვების შემდეგ. მაგალითად, როდესაც ის იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ პრესკონფერენციას მართავდა, ასეთი რამ თქვა:

“გაივლის კიდევ ბევრი წელი და იტალიური გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავლენ”. - ამით კონტემ დარტყმა “იუვეს” მიაყენა, რადგან მას არ სჯეროდა, რომ ტურინული პროექტი გრძელვადიანი და ნამდვილი გახლდათ. კონტეს პროგნოზი არ გამართლდა – მხოლოდ სამი წელი გავიდა და “იუვენტუსმა” ორჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში...

საინტერესოა, რომ 2015 წლის მარტში, როდესაც “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, კონტე ისევ აგრძელებდა ირონიულ საუბარს და კითხვას, შეეძლო თუ არა, ტურინულ გრანდს ფინალში გასვლა, ასეთი პასუხი გასცა:

“როდესაც, ჯიბეში 10 ევრო გაქვთ, პრესტიჟულ რესტორანში ვერ ისადილებთ”, - ამბობდა კონტე. კონტე აქაც ცდებოდა – “10-ევროიანმა” “იუვენტუსმა” რესტორანში სადილი შეძლო და გზად გაცილებით სქელჯიბიანი “რეალი” ჩამოიშორა.

ეჭვგარეშეა, რომ ანიელის ის განცხადება, რომლითაც დღევანდელი წერილი დავიწყეთ, სწორედ კონტეს ამ ფრაზებეზე მიანიშნებდა. კონტე “იუვენტუსიდან” პროექტის დაუჯერებლობის გამო წავიდა. მარტივად რომ ვთქვათ, მას არ სჯეროდა “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობის და იმის, რომ “იუვენტუსი” კიდევ წლების განმავლობაში დარჩებოდა მოწინავე პოზიციებზე.

ტიფოზები

სხვათა შორის, ანტონიო კონტემ, რომელიც დღემდე “იუვენტუსის” ტიფოზერიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სოციალურ ქსელში განთავსებული სტატუსის გამო, ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია. ანტონიოს ტიფოზები ახსენებენ, თუ როგორ მიატოვა კლუბი მაშინ, როდესაც ეს არ უნდა გაეკეთებინა და ახსენებენ იმასაც, თუ როგორ ადარებდა იგი მშობლიურ გუნდს, რომელმაც კონტე აქცია ფეხბურთელად და აქცია მწვრთნელად, 10 ევროს...

მოკლედ, ანტონიო კონტეს თავს უკვე ბევრი პრობლემა დაგროვდა. ცალკე წარსულთან, ცალკე აწმყოსთან. არახალია, რომ იტალიელის “ჩელსიდან” შესაძლო წასვლის თაობაზე ინგლისური მედია უკვე ლამის ყოველდღე ახალ ცნობებს ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.11598
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X