ფეხბურთი

22:58 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

2017 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ზინედინ ზიდანი

ზინედინ ზიდანი 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელია - ლონდონში, ფიფა-ს გალადაჯილდოვებაზე "რეალის" თავკაცმა ყველას აჯობა. ფრანგის კონკურენტები "ჩელსის" დამრიგებელი ანტონიო კონტე და "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იყვნენ.

თუმცა, ზიდანი ალბათ დამსახურებულად გახდა საუკეთესო, შედეგები ამაზე მეტყველებდნენ: ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და ესპანეთის სუპერთასი - ეს, ის ტიტულებია, რაც ზიზუმ "რეალს" 2017 წელს მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112533