ფეხბურთი

21:09 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი "ევერტონს" დაშორდა, ლივერპულში ანჩელოტიზე ფიქრობენ

ლივერპულის “ევერტონის” ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა აევსო და რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისფულა. აღნიშნულ ინფორმაციას “კანფეტების” ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

კუმანისთვის საბედისწერო პრემიერლიგის ბოლო ტურში “არსენალთან” გამანადგურებელი მარცხი აღმოჩნდა – 2:5. საერთოდაც, ჰოლანდიელის გათავისუფლება მოსალოდნელიც იყო, რადგან “ევერტონი” სეზონს საშინლად ატარებს: პრემიერლიგაში 9 ტურის მერე 8 ქულით გასავარდნ ზონაში და პარალელურად ევროპა ლიგაზეც ცუდად აქვს საქმე – ჯგუფში 1 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

საინტერესოა, რომ გასულ ზაფხულს “ევერტონმა” 150 მილიონ ფუნტამდე დახარჯა ტრანსფერებში და დიდი მიზნებიც დაისახა, მაგრამ ჯერჯერობით გუნდი უფსკრულის ზღვარზეა.

რონალდ კუმანის შემცვლელად სამი კანდიდატურა მოიაზრება: შონ დაიჩი, კარლო ანჩელოტი და დევიდ მოიესი.

ეს უკანასკნელი ლივერპულულ კლუბში ნაცნობი ფიგურაა და წლების განმავლობაში წარმატებულად მუშაობდა. დაიჩი “ბარნლის” უდგას სათავეში, ხოლო ანჩელოტი ცოტა ხნის წინ “ბაიერნიდან” დაითხოვეს.

0.118289