კალათბურთი

0:35 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

აღიარება: თორნიკე შენგელია ტურის MVP! (+VIDEO)

“სასკი ბასკონიას” ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. როგორც ტურის დასრულების შემდეგ გაირკვა, მარგი ქმედების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი (33) სწორედ ჩვენებურს აღმოაჩნდა და ეს ავტომატურად ნიშნავს ტურის MVP-ს!

შენგელიამ მართლაც დიდებული თამაში ჩაატარა და “ბასკონიას” “გიპუზკოასთან” მოაგებინა (88:86). ჩვენებურმა 36:36 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გაახერხა.

საგულისხმოა, რომ თორნიკე შეტევაში თითქმის უშეცდომოდ მოქმედებდა – 9-დან 8 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ერთადერთი სამქულიანებში მოიკოჭლა: სამიდან მიზანს ვერცერთმა სტყორცნამ უწია.

თორნიკე შენგელია ტურის საუკეთესო მოთამაშე მიმდინარე სეზონში პირველად გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129227