ფეხბურთი

16:35 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალვეში: "მბაპე ძალიან ჰგავს ტიერი ანრის"

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა მის ახალგაზრდა თანაგუნდელ კილიან მბაპეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან ჰგავს ტიერი ანრის.

“მბაპე ანრის მაგონებს. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ჯერ 18 წლის არის და ძალიან სწრაფად ვითარდება. მას აქვს წარმოუდგენელი თვისებები. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ დონის ფეხბურთელებთან მიწევს თამაში. მე ყოველთვის ვიყავი განებივრებული მეთამაშა საუკეთესო ფეხბურთელების გარემოცვაში”, - თქვა ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში და კილიან მბაპე პარიზულ გუნდს გასულ ზაფხულს დაემატნენ. ბრაზილიელმა პსჟ-ს შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა, ხოლო ფრანგის ანგარიშზე 5 მატჩი და 4 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108222