კალათბურთი

13:04 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრინი “ნიუ ორლეანთან” მატჩს გამოტოვებს

“გოლდენ სტეიტის” ფორვარდი დრეიმონ გრინი “ნიუ ორლეანთან” მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გრინმა “ჰიუსტონთან” (122:121) წაგებულ მატჩში მარცხენა მუხლის დაზიანება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, გრინს სერიოზული ტრავმა არ მიუღია და რამდენიმე დღეში პარკეტს დაუბრუნდება.

“ნიუ ორლეანი” “გოლდენ სტეიტი” მატჩი 21 ოქტომბერს თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109897