ფეხბურთი

22:35 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაკა: “ისტორიაში ყველაზე ცუდ “მილანში” მომიწია თამაში”

იტალიური “მილანის” ყოფილმა თავდამსხმელმა კარლოს ბაკამ “როსონერიში” ყოფნის პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ამ გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდ დროს მოუწია თამაში.

“მილანში” გატარებული წლები ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იყო, პირადად მე ბევრ მიზანს მივაღწიე, თუმცა გუნდს ლიდერი სჭირდებოდა.

“შავ-წითლების” ისტორიაში ყველაზე ცუდ დროს ვთამაშობდი ამ გუნდში. 30-წლიანი მმართველობის შემდგომ სილვიო ბერლუსკონის კლუბის გაყიდვა მოუნდა. ახალი მმართველებისა და მწვრთნელის გეგმებში კი ზედმეტი აღმოვჩნდი.

და მაინც, “მილანი” თავაწეულმა დავტოვე, რადგან წვლილი შევიტანე ევროტურნირებზე მის დაბრუნებაში. ეს იყო ჩემი მიზანი, როდესაც “სევილიადან” “როსონერიში” გადავედი”, - განაცხადა ბაკამ.

შეგახსენებთ, რომ “მილანის” შემადგენლობაში ბაკამ 76 მატჩი ჩაატარა და 34 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კი იტალიური კლუბიდან “ვილიარეალში” გადავიდა.

0.15705