ფეხბურთი

2:55 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ორი გრანდიოზული აფიშა

უეფას ჩემპიონთა ლიგა სამკვირიანი პაუზის მერე ბრუნდება. დღეს, სტარტს მესამე ტური რვა შეხვედრით აიღებს. ხსენებული რვა მატჩიდან ორი ძალზე დიდ ინტერესს იწვევს და ხმაურიანი აფიშა აქვს: “მანჩესტერ სიტი” – “ნაპოლი”, “რეალი” – “ტოტენჰემი”. მართლაც, რთულია რომელიმე გამოარჩიო.

“ეტიჰად სთედიუმზე” ინგლისის და იტალიის ჩემპიონატის ლიდერები შეეკრინებიან ერთმანეთს. თანაც, რა ფორმაში მყოფნი?! – “ქალაქელები” პეპ გვარდიოლას ხელში უდაოდ საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ და გზად შემხვედრებს აცამტვერებენ. ასე იყო პრემიერლიგის ბოლო ტურში, რომელიც “სიტიმ” 7:2 მოიგო “სტოკის” წინააღმდეგ. საერთოდ, სხვა განზომილებაშია “ნაპოლიც” – სერია ა-ში რვიდან რვა თამაში აქვს მოგებული და თვით ტურინის “იუვენტუსს” უკვე 5 ქულით უსწრებს. ეს მართლაც სერიოზული ფორაა. ახლა, იტალიელებს ლიგაზე მოუწევთ კონცენტრირება, რადგან ორ ტურში მხოლოდ სამი ქულა აქვთ და შესაბამისად, ინგლისში მინიმუმ ქულის მოპოვება მართებთ. ბუნებრივია, რომ ფორმის პიკზე მყოფთ ბოლო მატჩები აღმაფრენით აქვთ ჩატარებული: ერთსაც და მეორეს უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში ქულაც არ დაუკარგავთ.

“სიტი” ვინსენ კომპანისა და მენდის მოისაკლისებს, ხოლო “ნაპოლის” დანაკლისი ოდენ არკადიუშ მილიკით განისაზღვრება. “სიტისა” და “ნაპოლის” გზები აქამდე ორჯერ გადაკვეთილა – 2011-2012 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფუ ეტაპზე. მაშინ, ინგლისში გუნდები 1:1-ზე გაიყარნენ, ხოლო ნეაპოლში მასპინძლებმა უფრო გააზრებული ფეხბურთი აჩვენეს – 2:1.

დონეცკის “შახტარი” როტერდამში ჩავიდა და ჰოლანდიის ჩემპიონს ხვდება, მაგრამ უდაო ფავორიტია – “ფეიენოორდი” ჩემპიონთა ლიგისთვის აშკარად არაა მზად და ეს ორმა ტურმა ნათლად გამოაჩინა. თავის მხრივ, დონბასელებს პლეი-ოფში გასვლის ჩინებული შანსი აქვთ, რადგან “ნაპოლის” ძლევა საწყის ტურში მოახერხეს. ახლა, პაულუ ფონსეკა ჰოლანდიელებთან ორ თამაშში 6 ქულის მოპოვებას გეგმავს. როტერდამში იმყოფება დავით ხოჭოლავა, თუმცა ჩვენებურის “დე კუიპზე” პირველივე წუთიდან გამოჩენა ნაკლებ სავარაუდოა.

“რეალი” - “ტოტენჰემი” არანაკლები ჯახი იქნება, ვიდრე “სიტი” – “ნაპოლი”. სხვა თუ არაფერი, “სამეფო კლუბი” და “მამლები” 6-6 ქულით ლიდერები არიან და ფაქტობრივად, პირველი ადგილისთვის ითამაშებენ. თავიდან, მადრიდულ გრანდს ცუდი სტარტი ჰქონდა, მაგრამ აგერ, უკვე 4 თამაშის მოგება შეძლო მიჯრით. ზინედინ ზიდანის გუნდი ბოლოს 20 სექტემბერს, “ბეტისთან” დამარცხდა. აი, მაურისიო პოჩეტინიოს ბიჭებმა კი ბოლო ხუთი შეხვედრა მოიგეს და პრემიერლიგაში ლიდერთა შორის არიან.

დღევანდელ მატჩში მასპინძლები გარეთ ბეილს, მატეო კოვაჩიჩსა და დანი კარვახალს მოისაკლისებენ, ხოლო სტუმართა ბანაკში უფრო მრავალრიცხოვანი დანაკლისია: დელე ალი, ბენ დევისი, მუსა დემბელე, ვანიამა და ნ’კუდუ.

აქამდე, “რეალი” და “ტოტენჰემი” ოთხჯერ შეხვედრილან. ესპანელთა მხარეს საგრძნობი უპირატესობაა – 3 მოგება და 1 ფრე.

ამავე ჯგუფში “დორტმუნდი” ნიქოზიას ეწვევა და “აპოელთან” ეცდება მოგებას. 3 ქულა “ყვითლებს” მართლაც ძალიან სჭირდებათ, რადგან ჯერჯერობით უქულოდ არიან და ცალსახაა, რომ “აპოელთან” ორმაგი თამაში გერმანული გუნდის ბოლო შანსია პლეი-ოფის საგზურისთვის.

ინგლისური “ლივერპული” ამასობაში პირველი გამარჯვების მოლოდინშია. იურგენ კლოპის ბიჭები ჯერჯერობით მხოლოდ ფრეებით იწონებენ თავს. “მარიბორი” წესით “ბითლომანებისთვის” ხასიათის გამოსაკეთებლად მშვენიერი საჩუქარი უნდა იყოს. ლიგაზე ცუდი თამაშის პარალელურად “ლივერპული” ვერც პრემიერლიგაში ვარგობს. მოკლედ, “წითლებს” სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე. აი, სლოვენიის ჩემპიონსაც არ აქვს რამე დასაკარგი – “მარიბორი” ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაშობს, მაგრამ რამდენად გამოდგება ეს საკმარისი, სხვა საკითხია.

მოსკოვში, “სპარტაკი” “სევილიას” დაუხვდება. “სახალხო გუნდიც” მოუგებელია და მასიმო კარერა სწორედ ესპანურ გუნდთან იმედოვნებს სამი ქულის დაბევებას. თავის მხრივ, ედუარდო ბერიცოს გუნდი ჯგუფს ლიდერობს და რუსეთის დედაქალაქში ქულების დასაკარგად სულაც არ ჩასულა. “სპარტაკის” რიგებში ისევ ვერ ითამაშებს ჯანო ანანიძე, რომელმაც ახლახან ოპერაცია გაიკეთა. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგა ჯანოს გარეშე ჩაივლის (მან პირველი-ორი ტურიც ტრავმის გამო გაააცდინა).

და ბოლოს, G ჯგუფი: ლიდერი “ბეშიქთაში” შარშანდელ ნახევარფინალისტ “მონაკოს” სტუმრობს. თურქეთის ჩემპიონს მშვენიერი სტარტი აქვს და 6 ქულითი ოწნებს თავს. აი, “მონაკოზე” იგივეს ვერ ვიტყვით – 1 ქულა და უფერული თამაში წინა ტურში “პორტუსთან”. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი შარშანდელთან შედარებით ერთმნიშვნელოვნად დასუსტდა, მაგრამ წესით, “ბეშიქთაშს” დიდი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.

გერმანიის ვიცე-ჩემპიონი “ლაიფციგი” ჯერაც ისტორიული გამარჯვების მოლონდშია – რალფ ჰასენჰუტლის გუნდი დებიუტანტია ლიგაზე და ჯერ მხოლოდ ქულის დაგროვება მოასწრო. “რედ ბულ არენას” “პორტუ” სტუმრობს, რომელმაც აქამდე ორგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა – ჯერ, შინ “ბეშიქთაშთან” წააგო უშანსოდ, მერე სტუმრად “მონაკოს” მოუგო მარტივად. მოკლედ, “დრაკონებს” მესამე გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი.

E ჯგუფი

“მარიბორი” – “ლივერპული”

მარიბორი, “ლიუდსკი სთედიუმი”

17 ოქტომბერი, 22:45 საათი

“მარიბორი” (4-5-1): ჰანდანოვიჩი; მილეჩი, რაიჩევიჩი, შულერი, ვილერი; კაბა, ვროვეჩი, პილერი, აჰმედი, ბოჰარი; ტავარეში

მწვრთნელი: დარკო მილანიჩი

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ლოვრენი, მორენო; ოქლსეიდ-ჩემბერლენი, ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, სტარიჯი, კოუტინიო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

“სპარტაკი” – “სევილია”

მოსკოვი, “ატრკიტიე არენა”

17 ოქტომბერი, 22:45 საათი

“სპარტაკი” (5-3-2): სელიხოვი; ეშენკო, ჯიქია, ტასკი, ბოკეტი, კომბაროვი; ფერნანდო, გლუშაკოვი, სამედოვი; ლუის ადრიანო, პრომესი

მწვრთნელი: მასიმო კარერა

“სევილია” (4-3-3): სერხიო რიკო; მერკადო, კიაერი, ლენგლე, ესკუდერო; ვასკესი, პიზარო, ბანეგა; კორეა, ბენ იადერი, ნოლიტო

მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

F ჯგუფი

“მანჩესტერ სიტი” – “ნაპოლი”

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

17 ოქტომბერი, 22:45 საათი

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ოტამენდი, დელფი; დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა; სტერლინგი, ჟესუსი, სანე

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, დიავარა, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

“ფეიენოორდი” – “შახტარი”

როტერდამი, “დე კუიპი”

17 ოქტომბერი, 22:45 საათი

“ფეიენოორდი” (4-3-3): ჯონსი; ამრაბატი, ვან ბეკი, სენტ ჯასტი, ჰაპსი; ელ აჰმადი, ტოორნსტრა, ვილენა; ბერგიუსი, ბოეტუსი, ლარსონი

მწვრთნელი: ჯოვანი ვან ბრონხორსტი

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, ორდეცი, რაკიცკი, ისმაილი; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი, ტაისონი, ბერნარდი; ფერეირა

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)

G ჯგუფი

“მონაკო” – “ბეშიქთაში”

მონტე კარლო, “ლუი II”

17 ოქტომბერი, 22:45 საათი

“მონაკო” (4-4-2): შუბაშიჩი; ტურე, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე; ლოპესი, მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი; ფალკაო, კეიტა

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

“ბეშიქთაში” (4-3-3): ფაბრი; მედელი, პეპე, ტოშიჩი, ჯანერ ერკინი; ოზიაკუპი, ჰატჩინსონი; კვარეჟმა, ტალისკა, ბაბელი; ჯენკ თოსუნი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

“ლაიფციგი” – “პორტუ”

ლაიფციგი, “რედ ბულ არენა”

17 ოქტომბერი, 22:45 საათი

“ლაიფციგი” (4-2-2-2): გულაჩსი; ბერნარდო, ორბანი, უპემეჩანო, ჰალსტენბერგი; დემე, კეიტა; ზაბიცერი, ფორსბერგი; პოულსენი, ოგუსტინი

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

“პორტუ” (4-1-2-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; დანილო; ერერა, ოლივეირა; მარეგა, აბუბაკარი, ბრაჰიმი

მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

H ჯგუფი

“რეალი” – “ტოტენჰემი”

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

17 ოქტომბერი, 22:45 საათი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; ნაჩო, ვარანი, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო, ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ტოტენჰემი” (4-3-2-1): ლორისი; ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი; ორიე, ვინკსი, დაიერი, ტრიპიე; ერიკსენი, სონი; კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

“აპოელი” – “დორტმუნდი”

ნიქოზია, “ნეო GSP სთედიუმი”

17 ოქტომბერი, 22:45 საათი

“აპოელი” (4-4-1-1): ვატერმანი; ვუროსი, რუედა, მერკისი, ლაგო; ზაიდი, ვინისიუსი, ნუნუ მორაიში, ალონეფტისი; სალა; დე კამარგო

მწვრთნელი: გეორგ დონისი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; ზაგადუ, ბარტრა, სოკრატისი, ტოლიანი; კასტრო, შაჰინი; იარმოლენკო, კაგავა, პულიშიჩი; ობამეიანგი

მწვრთნელი: პეტერ ბოში

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.939865