ფეხბურთი

13:05 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა "რეალის" ბომბარდირთა რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გადავიდა

ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა მადრიდის "რეალის" ბომბარდირთა რეიტინგში ფრანსისკო ხენტოს გაუთანაბრდა და მეშვიდე ადგილზე 182 გოლით იმყოფება. ფეხბურთელმა "ხეტაფესთან" მოგებულ (2:1) ლა ლიგის მერვე ტურის მატჩში თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა.

ბენზემა "სამეფო კლუბში" 2009 წიდან ასპარეზობს და 372 მატჩი ჩაატარა. ფრანგმა 123 გოლი ლა ლიგაში გაიტანა, 39 - ჩემპიონთა ლიგაზე, 15 - ესპანეთის თასზე, 3 - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 2 კი ესპანეთის სუპერთასზე. ბომბარდირთა სიაში მეექვსე პოზიციაზე უგო სანჩესია 208 გოლით, ხოლო პირველ პოზიციაზე კლუბის რეკორდსმენი კრიშტიანუ რონალდუა (413).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109509