ჭიდაობა

13:43 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე ვეტერანებშიც საუკეთესოა

ტიტულოვანი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე – მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე ერთი დღით ხალიჩაზე დაბრუნდა და მორიგ წარმატებასაც მიაღწია. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის, კურტანიძემ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ფინალის გზაზე ქართველმა ფალავანმა რუმინელი ადრიან რეკორეანი (5:1), ამერიკელი ოკტავიუს ბელამი (7:0) და მონღოლი ნარანბაატარ ლხაგვაროჯი (3:0) ჩამოიცილა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ირანელი როსტამ რაჰმატაბადი დაამარცხა (2:1).

მსოფლიოს კვარცხლბეკზე კიდევ ერთი ქართველი ვეტერანი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავიდა - ჯემალ კილაძემ (88 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

სულ კი ქართველი ვეტერანების ანგარიშზე 4 მედალია. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ტარიელ შავაძე (70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ბადრი ანთაძე (85 კგ) კი ვერცხლს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121657