ფეხბურთი

15:44 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მირაბელი: “იმედია, ბელოტის ბავშვობის ოცნება აუხდება”

იტალიური “მილანის” სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანი მირაბელიმ Calciomercato-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანდრეა ბელოტის დამატება კვლავ სურს და იმედოვნებს, რომ მოთამაშეს ბავშვობის ოცნებას აუსრულებს.

“ბელოტის დამატებას შევეცადეთ, თუმცა, ეს საკმაუდ რთული აღმოჩნდა რამდენიმე მიზეზის გამო. ის ძალიან ძლიერი მოთამაშე და ასევე “როსონერის” გულშემატკივარია და ვინ იცის, იქნებ ოდესმე მას აუსრუდეს ბავშვობის ოცნება და “მილანის” მაისური” მოირგოს.

მირაბელიმ ბონუჩიზეც გააკეთა მცირე კომენტარი და აღიარა, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ “ბებერი ქალბატონი” ასეთ მნიშვნელოვან ფიგურას შეელეოდა.

“ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი, რადგან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ “იუვენტუსი” ასეთ მნიშვნელოვან ფერხბურთელს შეელეოდა”.

მირაბელიმ ისაუბრა ასევე დონარუმასა და მინო რაიოლაზე.

“მინო რაიოლა არის ერთ-ერთი საუკეთესო აგენტი მსოფლიოში. როდესაც მან განაცხადა, რომ დონარუმა არ განაახლებდა კონტრაქტს, ძალიან უბედურები ვიყავით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და შედეგს მივაღწიეთ. მას არ სჯერა ჩვენი პროექტის? არა უშავს, ის მსახიობია და ყველაფრისგან ინტრიგას ქმნის”, - განაცხადა მირაბელიმ.