ფეხბურთი

13:48 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას დაბრუნებას “ხეტაფესთან” ელიან

მადრიდის “რეალის” ფორვარდი ქარიმ ბენზემა ტრავმით გამოწვეული უქმობის შემდეგ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.

ესპანური გამოცემების ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი 14 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-8 ტურში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

ბენზემამ სექტემბერში, “ლევანტესთან” მატჩის დროს კუნთი დაიზიანა და მას შემდეგ მკურნალობდა.

29 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში “რეალის” შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ ითამაშა თასზე, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგაში. მის ანგარიშზე სათასო შეხვედრაში გატანილი ერთი გოლი ირიცხება.

0.111027