ფეხბურთი

21:19 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიის პროკურატურამ ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

შვეიცარიის პროკურატურამ "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელის ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ფიფაში ყოფილი გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს მოღვაწეობის პერიოდში ყატარელი ბისნესმენის კომპანიამ Bein Sports-მა მსოფლიოს თასის ტრანსლიაციის უფლებები იყიდა. შვეიცარიელებმა კი აღნიშნულ გარიგებაში საეჭვო დეტალები აღმოაჩინეს.

ფრანგი საფეხბურთო მოღვაწის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში ადრევე ცნობილი იყო, რომ მასთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე საეჭვო იყო. შვეიცარიელებმა საფრანგეთის, იტალიის ესპანეთის და საბერძნეთის მთავრობებთან ითანამშრომლეს და ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყეს. ამავდროულად, ფიფას ყოფილი გენერალური მდივანი, რომელიც 10 წლით მოკვეთეს ფეხბურთიდან, საქმესთან დაკავშირებით შვეიცარიაში დაკითხეს.

0.476438