ჭიდაობა

14:47 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შავაძის ოქრო და ანთაძის ვერცხლი ბულგარეთიდან

ვეტერანი ქართველი მოჭიდავე ტარიელ შავაძე (70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ოქროს გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა.

ფინალამდე შავაძემ ფრანგი ფრედერიკ მიშელ პაული (3:0), ნორვეგიელი ანდრეს ჰამერი (8:0) და თურქი ერგუდერ ბეკისდამატი (10:0) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი სომეხ არამიას პოღოსიანს აჯობა (1:0).

ბადრი ანთაძეს (85 კგ), იმავე ბერძნულ-რომაულ სტილში, მსოფლიოს პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

0.112819