ფეხბურთი

18:08 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერის ტრავმა ნავარაუდევზე გაცილებით სერიოზულია

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერს რეაბილიტაციისთვის იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მან ტრავმირებულ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და მოედანს რამდენიმე თვე ვერ დაუბრუნდება.

“ოპერაცია გავიკეთე, თუმცა აღდგენას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მეგონა. მინიმუმ 6 თვე მოედანზე ვერ დავბრუნდები”, - განაცხადა ნოიერმა კლუბის ტელევიზიის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ეს ნოიერისთვის მეორე ოპერაციაა.

0.114357