ფეხბურთი

16:31 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ბოლივიასთან მატჩის (0:0) შემდეგ აღსადგენად ჟანგბადის ნიღბების გამოყენება დასჭირდათ.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეს შეხვედრა ზღვის დონიდან 3650 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ქალაქ ლა პასში შედგა.

მატჩის შემდეგ აღშფოთებას ვერ ფარავდა ბრაზილიელთა ლიდერი ნეიმარი, რომელმაც განაცხადა, რომ არაადამიანურ პირობებში მოუწიათ თამაში:

“ფეხბურთისთვის არაადამიანური პირობები. მოედანი, სიმაღლე ზღვის დონიდან... ეს საშინელებაა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ჩვენი გუნდის თამაშით უკმაყოფილონი ვერ ვიქნებით”.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები სამხრეთამერიკულ ზონაში 38 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მუნდიალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. შესარჩევ ტურნირს ბრაზილიელები 11 ოქტომბერს, ჩილესთან საშინაო მატჩით დაასრულებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119162