ფეხბურთი

11:08 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოლივიის ნაკრების ფეხბურთელმა ფოტო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად გადაიღო

ბოლივიის ნაკრების თავდამსხმელ მარსელო მორენო მარტინსს როგორც ჩანს ნოსტალგია შემოაწვა. საქმე ისაა, რომ 30 წლის ფეხბურთელმა ბოლივიისა და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩის წინ, ფოტო არა საკუთარ გუნდთან ერთად, არამედ “სელესაოსთან” გადაიღო.

მარსელო მორენოს მამა ბრაზილიელია, ხოლო დედა – ბოლივიელი. მორენო ერთი ხანობა “კრუზეიროს” ღირსებასაც იცავდა და 2008 წელს კოპა ლიბერტადორესის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

2005 წელს იგი ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს, თუმცა შემდეგ არჩევანი დედის სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა და ბოლივიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა. აქედან მოყოლებული დღემდე მარსელომ 63-ჯერ დაიცვა ბოლივიელთა ღირსება და 15 გოლი გაიტანა.

მარსელო მორენოს ევროპაში “უიგანის”, ბრემენის “ვერდერისა” და დონეცკის “შახტარის” რიგებში უთამაშია. უკრაინულ გუნდთან ერთად 2009 წელს უეფას თასიც მოიგო. კარიერის უმეტესი ნაწილი კი, ბრაზილიაში გაატარა: “კრუზეირო”, “გრემიო” და “ფლამენგო”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112229