კალათბურთი

15:14 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას 10 ქულა "მინესოტასთან" 

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ მორიგი საგამოფენო მატჩი ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართა, სადაც მისი ოპონენტი „მინესოტა ტიმბერვულვსი“ გახლდათ. შეხვედრა „ნბა-ს გლობალური თამაშების“ ეგიდით ჩატარდა, რაც ნბა-ს და ზოგადად კალათბურთის პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს.

„გოლდენ სტეიტი“ 95:111 დამარცხდა, თუმცა ქართველი ცენტრი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 4 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა. "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი კევინ დურანტი გახლდათ. ოკლენდელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ებრაელ ფორვარდ ომრი კასპის, რომელმაც 12 წუთში 6 ქულა გააკეთა.

"მინესოტას" შემადგენლობაში 16-16 ქულა მიითვალეს მეფარე კარლ-ენტონი თაუნზმა (8 მოხსნაც ჰქონდა) და გუნდის ახალწვეულმა ჯიმი ბატლერმა. “გოლდენ სტეიტი” მესამე წინასასეზონო შეხვედრას კვლავ “თიმბერვულვზთან” 8 ოქტომბერს გამართავს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100522