ფეხბურთი

20:58 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტურამი “იუვენტუსში”?

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის, ლილიან ტურამის შვილი კეფრენი შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს. Tuttosport-ის ცნობით, “ბებერი ქალბატონის” 16 წლის იმედისმომცემი ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული და კონტრაქტის გაფორმებას შესაძლოა, უახლოეს ხანებშიც მოხდეს.

კეფრენ ტურამი, რომელიც იტალიაშია დაბადებული, ამჟამად “მონაკოს” აკადემიაში ირიცხება. იგი სახელოვანი მამისგან განსხვავებით ნახევარმცველია და ბევრი მასში ახალ პატრიკ ვიეირას ხედავს.

აღსანიშანვია, რომ ლილიან ტურამისთვის “იუვენტუსი” ნაცნობი ადგილია: 2001-2006 წლებში ფრანგი “დელე ალპიზე” თამაშობდა და 2004-2006 წლებში გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო.

აქვე გეტყვით, რომ ლილიანის კიდევ ერთი ვაჟი, მარკუს ტურამიც ფეხბურთელია და ამჟამად ლიგა 1-ის ბინადარ “გენგამში” ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111591