ფეხბურთი

19:20 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევამ მჭედლიძე: “არასოდეს დანებდე!”

საქართველოს ეროვნული ნაკრების და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო განათავსა და დაწერა - “არასოდეს დანებდე!”

ქართველ ფეხბურთელს გასულ სეზონში მიღებული ტრავმის გამო აქამდე მკურნალობა უწევს. ბოლო ინფორმაციით, ის “ემპოლის” სამედიცინო პერსონალის ხელმძღვანელ პაოლო მანეტის ინსტრუქციით სარეაბილიტაციო კურსს გადის.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მოთამაშემ მუხლი “მილანთან” აპრილში გამართული დაპირისპირების დროს დაიზიანა. იმ მატჩში ქართველმა ფორვარდმა გოლი გაიტანა და "ემპოლის" 3 ქულა მოაპოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115486