ფეხბურთი

13:55 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “იტალიაში დაბრუნება ჩემი მიზანია”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ამბობს, რომ მომავალში სამშობლოში დაბრუნებას და მუშაობას გეგმავს. იტალიელმა სპეციალისტმა ამ ეტაპზე რამდენიმე თვით შესვენება გადაწყვიტა, ხოლო ახალი სეზონიდან ახალი მიზნებით აპირებს კარიერის განახლებას.

“მინდა მოვემზადო მომავალი სეზონისთვის. ჩემთვის მთავარია გუნდთან მუშაობა და არ აქვს მნიშვნელობა ეს პრემიერლიგა იქნება თუ სხვა ჩემპიონატი. იტალია ჩემი სამშობლოა, სადაც ღირსეული გამოცდილება მივიღე და იქ აუცილებლად დავბრუნდები. არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ ეს ჩემი მიზანია”, - უთხრა ანჩელოტიმ Sky Sport-ს.

ბოლო პერიოდში არაერთი ცნობა გავრცელდა იმის შესახებ, რომ 58 წლის სპეციალისტს “მილანში” დაბრუნება სურს.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი გერმანული კლუბიდან “პარი სენ ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში წაგებული მატჩის (0:3) შემდეგ გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111189