ფეხბურთი

13:25 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეროი სანეს რეკორდი პრემიერლიგაში

“მანჩესტერ სიტის” შემტევმა ნახევარმცველმა ლეროი სანემ ინგლისის პრემიერლიგაში რეკორდი დაამყარა. ახალგაზრდა გერმანელი მაქსიმალური სიჩქარით გამოირჩა.

"ქალაქელები" ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში “ჩელსის” დაუპირისპირდნენ და თამაში 1:0 მოიგეს. 21 წლის მოთამაშემ ამ შეხვედრის ერთ ეპიზოდში განახორციელა გარღვევა, რომლის დროსაც 35,48 კმ/სთ სიჩქარის განვითარება მოახერხა.

წინა რეკორდი 2015-2016 წლების სეზონში “ლესტერის” თავდამსხმელს ჯეიმი ვარდის ეკუთვნის - 35.44 კმ/სთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122829