ფეხბურთი

21:41 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ბელოტი 4 კვირა იუქმებს

იტალიის ნაკრებისა და “ტორინოს” თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი ერთი თვე ვერ ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, 23 წლის შემტევის დაზიანება ისეთი მძიმე არ გამოდგა, როგორსაც თავიდან ვარაუდობდნენ.

ბელოტიმ მუხლის ტრავმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ვერონასთან” მატჩში მიიღო და თავდაპირველად იყო საშიშროება, რომ დიდი ხანი იუქმებდა, მაგრამ როგორც გამოკვლევამ ცხადჰყო, იტალიელი ლაზარეთში მხოლოდ 4 კვირას გაატარებს.

ანდრეა ბელოტის მიმდინარე სეზონში 7 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1147