ფეხბურთი

17:00 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტრაგედია ეროვნულ ლიგა 2-ში: "ზუგდიდის" ფეხბურთელი გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცავალა. 31 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურში “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩისწინ გასახურებელ ვარჯიშზე გონება დაკარგა.

ექიმების მცდელობის მიუხედავად ქართველი ფეხბურთელის გადარჩენა ვერ მოახერხდა და ტრაგედია დატრიალდა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში "ზუგიდის" ფანკლუბის ფეისბუქგვერდმა გაავრცელა. რა თქმა უნდა, ამავე მიზეზით “მცხეთა პარკზე” გასამართი მატჩი გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწივია ფატალური შედეგი.

შოთა მამინაშიშვილს კარიერის უმეტესი ნაწილი ბათუმის “დინამოში” აქვს გატარებული და “ზუგდიდს” მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა. სხვა და სხვა დროს ასევე უთამაშია “მაჭახელასა” და ქობულეთის “შუქურას” შემადგენლობაში.

გაზეთ “მსოფლიო სპორტისა” და WORLDSPORT.GE-ს რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126333