ფეხბურთი

14:59 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერის "ფრანგული ლესტერი"...

როდესაც რვა შეხვედრაში მხოლოდ 6 გოლი გაქვს გატანილი, ეს რა თქმა უნდა, კატასტროფული შედეგია. მაგრამ თუ 8 თამაშიდან ხუთში გაიმარჯვებ, “ნანტი” ხარ და თან კლაუდიო რანიერი გწვრთნის, ე.ი ყველაფერი კარგადაა...

კლაუდიო რანიერის ორი წლის წინანდელ სასწაულზე იმდენი ითქვა და დაიწერა, ახალს ვერაფერს დავამატებთ, მაგრამ საინტერესოა, რომ იტალიელს თავისი “ლესტერი” საფრანგეთშიც ჰყავს. “ნანტი” ერთი საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის ფრანგული კლუბია, რომელიც ბოლო წლებში გამუდმებით მოგზაურობს: ლიგა 1-დან ლიგა 2-ში და, პირიქით. წესით, ახლაც ასე უნდა იყოს და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდეს, მაგრამ... რანიერი ფორმაშია.

“ნანტიმ” სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და მიჯრით ორ ტურში ისე დამარცხდა, გოლიც ვერ გაიტანა. თუმცა, აგერ ექვსმა ტურმა განვლო და კლაუდიო რანიერიმ გუნდს ხელი დაატყო: 5 გამარჯვება, 1 ფრე, არცერთი მარცხი და ერთადერთი გაშვებული გოლი. მართალია, “იადონებს” ჯერ ფრანგული ფეხბურთის ლიდერებთან არ მოუწიათ დაპირისპირება (გამონაკლისი “ლიონია”), მაგრამ ეს შედეგი მაინც აღსანიშნავია.

“ნანტი” ამჟამად მესამე ადგილზეა და მხოლოდ “მონაკოსა” და “პარი სენ ჟერმენს” ჩამორჩება. საგულისხმოა, რომ 8 ტურში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა, მაგრამ ხუთი თამაში მაინც მოიგო. თუმცა, არ გვიკვირს, კლაუდიო რანიერის სჩვევია მინიმუმიდან მაქსიმუმის გამოდნობა. რთული იქნება იტალიელისთვის მეორე სასწაულის ჩადენა, მაგრამ ევროტურნირებზე მოსახვედრად ბრძოლა მას და მის გუნდს ნამდვილად ხელეწიფებათ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111925