ფეხბურთი

20:00 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა გოლები ჩრდილოეთში: სირბილაძის დუბლი და ბეგლარიშვილის პენალტი

ირაკლი სირბილაძემ დუბლი მიითვალა ფინეთში: კპვ-სა და "ეკენასის" შეხვედრაში (3:0). ქართველმა გუნდის რიგით პირველი და მესამე გოლები გაიტანა. 35 წლის სირბილაძე შედეგიანია, თუმცა გუნდმა წინა მატჩები სუსტად ჩაატარა და მესამე ადგილზე დარჩა, ანუ უმაღლეს ლიგაში ვეღარ გადავა.

ესტონეთში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" სტუმრად 2:2 დაასრულა მატჩი "ტულევიკთან" და 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და დიდი ალბათობით, ბეგლარიშვილი მეოთხედ გახდება ესტონეთის ჩემპიონი.

"ტულევიკთან" ბეგლარიშვილმა ორჯერ დაარტყა პენალტი. პირველ ტაიმში გაიტანა, მეორე ნახევარში კი გააცუდა. ზაქარიას სეზონში 16 გოლი მოუგროვდა.

ვანო ხუციშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117619