ფეხბურთი

13:09 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი "დინამო არენადან"

მსოფლიოს ვარსკვლავების ყურადღების ცენტრში ისევ თბილისია. სოციალურ ქსელში პაოლო მალდინიმ საქართველოს დედაქალაქში, კერძოდ, "დინამო არენაზე" გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, რივალდოსგან განსხვავებით, განსაკუთრებული არაფერი დაუწერია, ფოტოები შემდეგნაირად დაასათაურა: "დინამო არენა".

შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩის შედეგად 300,343 ლარი შემოვიდა, რასაც საქართველო - ირლანდიის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული 102,871 ლარი დაემატა და ბორჯომის ტყის რეაბილიტაციის ფონდში საერთო ჯამში 403,214 ლარი გადაირიცხება.

0.102804