ფეხბურთი

15:31 | 29.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო ჰოლანდიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ამსტერდამში, კონცერტზე დასასწრებად ჩასული ფეხბურთელი ტაქსით გადაადგილდებოდა, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ბოძს შეეჯახა.

აუეროს პირველადი სამედიცინო შემოწმებით ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. ფეხბურთელი დღეს დაბრუნდება მანჩესტერში, სადაც საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენ ხანს მოუწევს მკურნალობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111681