ფეხბურთი

11:48 | 29.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: დრამა “სან სიროზე” და სენსაცია “სან მამესზე”

საინტერესოდ წარიმართა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური. გულშემატკივარი არაერთი უხვგოლიანი შეხვედრა იხილა და სენსაციაც ბევრი დაფიქსირდა. ითამაშა სამმა ქართველმა ფეხბურთელმა, თუმცა ლეგიონერებზე ცალკე დაიწერა და ამიტომ, მათზე აღარ შევჩერდებით.

ყველაზე მოულოდნელი შედეგი “სან მამესზე” დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივი “ბილბაო” ძალიან მოულოდნელად “ზორიასთან” დამარცხდა. თანაც, ბასკები ფაქტობრივად იდეალური შემადგენლობით თამაშობდნენ, მაგრამ უკრაინელებს ვერაფერი დააკლეს და საერთოდ უქულოდ დარჩნენ. ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე თავური დარტყმით ხარატინმა გაიტანა – 0:1. ამავე ჯგუფში მეორე მატჩშიც მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: “ოსტერსუნდსმა” შინ “ჰერტას” მოუგო და ორი ტურის შემდეგ გალიდერდა.

“ევერტონი” “გუდისონ პარკზე” “აპოლონს” დაუხვდა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. სტუმრები მე-12 წუთზე ადრიანმა დააწინაურა, თუმცა უეინ რუნის და ვლასიჩის გოლებით “კანფეტებმა” დაწინაურება მოახერხეს, 86-ე წუთზე კი სტუმრები 10 კაცით დარჩნენ და თითქოს, 3 ქულის აღება აღარ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა – 88-ე წუთზე იუსტემ თავური დარტყმით გაათანაბრა – 2:2. მეორე შეხვედრაში “ლიონმა” შინ “ატალანტა” მიიღო, დიდ უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა მხოლოდ ქულით მოუწია დაკმაყოფილება.

ნეიტრალური ქომაგისთვის დიდებული დასასრული ჰქონდა “სან სიროზე” გამართულ დაპირისპირებას, სადაც ადგილობრივი “მილანი” 84-ე წუთზე “რიეკას” ორბურთიანი სხვაობით უპრობლემოდ ამარცხებდა, მაგრამ ხორვატებმა პატარა სასწაული მოახდინეს და 90-ე წუთისთვის ანგარიში გაათანაბრეს. “როსონერიმ” მაინც მოიგო – 94-ე წუთზე პატრიკ კუტრონემ მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო – 3:2.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “არსენალი” სტუმრად “ბატეს” ეწვია და მარტივი სამი ქულა აიღო, ხოლო ჯგუფის მეორე მატჩში “კიოლნი” შინ მოულოდნელად “ცრვენა ზვეზდასთან” დამარცხდა.

კ ჯგუფში ორი ლიდერი “ნიცა” და “ლაციო” გამოიკვეთა, ხოლო “ვიტესი” და “ვარეგემი” უქულოდ არიან და სიტუაციის გამოსწორობა ძალიან გაუჭირდებათ.

მშვენიერი შეხვედრა გამოვიდა ასევე ბელგრადში, სადაც 54-ე წუთზე ადგილობრივი “პარტიზანი” 2:0-ს უგებდა კიევის “დინამოს”, მაგრამ დარჩენილ დროში უკრაინელებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველის მანუელ ფერნანდეშის ჰეთ-თრიკი 17-წუთიან მონაკვეთში. ცნობისთვის, ეს ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკია ევროპა ლიგაზე.

A ჯგუფი

ასტანა – სლავია 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ნგადუ-ნგადუი (18), 1:1 ტომასოვი (42)

მაკაბი – ვილიარეალი 0:0

B ჯგუფი

პარტიზანი – დინამო 2:3 (2:0)

გოლები: 1:0 ოზეგოვიჩი (34), 2:0 ტავამბა (42), 2:1, 2:3 მორაეში (54 პენ; 84), 2:2 ბუიალსკი (68)

შკენდერბიუ – იანგ ბოისი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 სოვე (65), 1:1 ასალე (72)

C ჯგუფი

ბრაგა – ბაშაქშეჰირი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ჰასანი (26), 1:1 ემრე (28), 2:1 ფრანსერჟიო (89)

ლუდოგორეცი – ჰოფენჰაიმი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 კადერაბეკი (2), 1:1 დიაკოვი (46), 2:1 ლუკოკი (72)

D ჯგუფი

მილანი – რიეკა 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 ა.სილვა (14), 2:0 მუსაჩიო (53), 2:1 აკოსტი (84), 2:2 ელეზი (90 პენ.), 3:2 კუტრონე (94)

აეკი – აუსტრია 2:2 (1:1)

გოლები: 1:0, 2:2 ლივაია (28; 90), 1:1 მონშეინი (43), 1:2 ტაჯური (49)

E ჯგუფი

ლიონი – ატალანტა 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბ.ტრაორე (45), 1:1 ა.გომესი (57)

ევერტონი – აპოლონი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ს.ადრიანი (12), 1:1 რუნი (21), 2:1 ვლასიჩი (66), 2:2 იუსტე (88)
გაძევება: რობერჟი (86 ა.)

F ჯგუფი

ლოკომოტივი – ზლინი 3:0 (3:0)

გოლები: მ.ფერნანდეში (2 პენ; 6; 17)

შერიფი – კოპენჰაგენი 0:0

G ჯგუფი

ლუგანო – სტიაუა 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ბოტანი (14), 1:1 ბუდესკუ (58), 1:2 მარანაო (64)

პლზენი – ბირ შევა 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 პეტრზელა (29), 1:1 ნვაკემე (69), 2:1 კოპიჩი (76), 3:1 ბაკოში (89)

H ჯგუფი

ბატე – არსენალი 2:4 (1:3)

გოლები: 0:1, 0:2 უოლკოტი (9; 22), 0:3 ჰოლდინგი (25), 1:3 ივანიჩი (28), 1:4 ჟირუ (49 პენ.), 2:4 გორდეჩუკი (67)

კიოლნი – ცრვენა ზვეზდა 0:1 (0:1)

გოლი: ბოაკიე (30)

I ჯგუფი

ზალცბურგი – მარსელი 1:0 (0:0)

გოლი: დაბური (73)

ქონიასპორი – გიმარაეში 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 არასი (24), 2:0 მილოშევიჩი (48), 2:1 ურტადო (74)

J ჯგუფი

ოსტერსუნდსი – ჰერტა 1:0 (1:0)

გოლი: ნური (22 პენ.)

ბილბაო – ზორია 0:1 (0:1)

გოლი: კარატინი (26)

K ჯგუფი

ნიცა – ვიტესი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0, 3:0 პლეა (16; 82), 2:0 სენტ-მაქსიმი (45)

ლაციო – ვარეგემი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კაისედო (18), 2:0 იმობილე (90)

L ჯგუფი

ზენიტი – სოსიედადი 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 რიგონი (5), 2:0, 3:1 კოკორინი (24; 60), 2:1 დ.ლორენტე (41)

როსენბორგი – ვარდარი 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბენდტნერი (25 პენ.), 2:0 კონრადსენი (56), 3:0 ჰედენსტადი (68), 3:1 ფელიპე (91)

0.112873