ფეხბურთი

19:25 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "სამტრედიას" სოსიაშვილი გაწვრთნის

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “სამტრედიას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ამიერიდან “სამტრედიას” უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის.

სოსიაშვილისთვის “სამტრედია” ნაცნობი ადგილია. 28 წლის სპეციალისტი ამ გუნდს 2013 წელს, პირველ ლიგაში ავარჯიშებდა.

სოსიაშვილმა სახელი გორის “დილაში” მუშაობით გაითქვა, რომელსაც 2014-2016 წლებში ედგა სათავეში. 2015 წელს მისი ხელმძღვანელობით გორელებმა საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს.

რაც შეეხება გია ცეცაძეს – “სამტრედია” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ცეცაძემ იმერლებს საქართველოს ჩემპიონისა და სუპერთასის ტიტული მოუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11273